IDFI-ს სამუშაო შეხვედრები კერძო სექტორთან ღია სამთავრობო მონაცემების ხელმისაწვოდმობის საკითხებზე

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | ადგილობრივი მმართველობა 29 იანვარი 2024

25-26 იანვარს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში კერძო სექტორთან ჩაატარა სამუშაო შეხვედრები კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ღია სამთავრობო მონაცემების ხელმისაწვდომობის საკთხებზე. 

 

ღონისძიებები ჩატარდა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - ღია სამთავრობო მონაცემების (OGD) კვლევა - ფარგლებში, რომლის მიზანია გამოავლინოს თუ რა საჭიროებები, შესაძლებლობები და პოტენციალი გააჩნიათ კერძო კომპანიებს მონაცემების გამოყენებით შექმნან ახალი სერვისები, გაზარდონ საქმიანობის ეფექტურობა და ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას.

 

შეხვედრების დროს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დაასახელეს სამთავრობო უწყებების მფლობელობაში არსებული მონაცემთა ის ბაზები, რომლთა ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ეკონომიკურად მომგებიანია მათთვის. ასევე სამუშაო შეხვედრების ისაუბრეს მონაცემების დამუშავების სხვადასხვა პრაქტიკებზე, იმსჯელეს ღია სამთავრობო მონაცემების მოპოვებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და გადაჭრის სავარაუდო გზებზე.

 

უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის ფარგლებში აქცენტი კეთდება ღია სამთავრობო მონაცემებზე, რომლებიც წარმოადგენს სტრუქტურიზებულ მონაცემთა ბაზებს, რომლებსაც აწარმოებს და განკარგავს ცალკეული საჯარო დაწესებულება და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარისთვის ხელახალი გამოყენების მიზნით - მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისა და განრიგის მონაცემები, საკადასტრო რუკები, ამინდის პროგნოზი, საჯარო რეესტრში დაცული სხვადასხვა რეესტრები, მათ შორის ბიზნეს სუბიექტების რეესტრი, მიწის საკუთრების რეესტრი და ა.შ. 

 

კვლევის ფარგლებში კერძო სექტორის საჭიროებების კვლევის შედეგად გამოვლინდება ის მონაცემთა ბაზები, რომლთა ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ეკონომიკურად მომგებიანია საქართველოში მოღვაწე კერძო კომპანიებისთვის. 

 

მოგვიანებით, კვლევის შედეგების წარდგენა მოხდება შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან, რაც მომავალში გაზრდის მსგავს მონაცემებზე კერძო სექტორის ხელმისაწვდომობას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024